დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

დასავლეთ საქართველოს რეფერალური ჰოსპიტალი „ევექსის ჰოსპიტლების“ ქსელში შემავალი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, რომელიც ყოველთვიურად 1,200-ზე მეტ სტაციონარულ და 10,000–მდე ამბულატორიულ პაციენტს ემსახურება, ხორციელდება 600–მდე ქირურგიული ჩარევა.

ჰოსპიტალში ფუნქციონირებს როგორც მოზრდილთა, ისე ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება. 

რეგიონის მასშტაბით მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეფერალურ ჰოსპიტალში ფუნქციონირებს ნეონატოლოგიური და პედიატრიული ინტენსიური თერაპიის განყოფილება. 

ჰოსპიტალში ფუნქციონირებს სრული კარდიოლოგიური და კარდიოქირურგიული სერვისი, რაც ხელს უწყობს გულსისხლძარღვთა უკმარისობით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას რეგიონის მასშტაბით.

ევექსის კლინიკები