ლაგოდეხის კლინიკა

ლაგოდეხის კლინიკა

2010 წელს სს „სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ ლაგოდეხის რაიონში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის ტენდერში გამარჯვებით სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო, რომელიც მოსახლეობის სადაზღვევო უზრუნველყოფასთან ერთად, დამატებით, ლაგოდეხის რაიონში ახალი ჰოსპიტალის მშენებლობასაც ითვალისწინებდა.
სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ შვილობილი კომპანია შპს „არქიმედეს კლინიკა“ ექსპლუატაციაში 2011 წლის 2 ნოემბერს შევიდა.
ჰოსპიტალი აღჭურვილია უახლესი, მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით: ექიმებმა და მენეჯერებმა 1 წლიანი ტრეინინგის კურსი ისრაელის წამყვან კლინიკებში გაიარეს. პარალელურად, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მიმდინარეობდა სხვა მედ პერსონალის გადამზადების ეტაპობრივი პროგრამა Medi Club Georgia_ს ბაზაზე.

  • მდებარეობა: lagodexi
  • არქიმედის კლინიკა