"არქიმედეს კლინიკა" სენაკი

"არქიმედეს კლინიკა" სენაკი

სს “სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის დაზღვევის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებით ქ. ლაგოდეხსა და ქ. წნორში ახალი საავადმყოფოების აშენების ვალდებულება ითავა. ამასთან ერთად 2011 წლის 1 სექტემბერს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიამ“ სადაზღვევო კომპანია „ვესტის“ სამედიცინო დაზღვევის პორთფელი შეიძინა და ქ. სენაკში საავადმყოფოს აშენების ვალდებულებაც აიღო.

ქ. სენაკის „არქიმედეს კლინიკა“ 15 საწოლზეა გათვლილი და 150 სტაციონარული და 500-მდე ამბულატორიული პაციენტის მომსახურება შეუძლია. კლინიკა საერთაშორისო სტანდარტებით და თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით არის აღჭურვილი.

ახალ კლინიკაში არსებულ საოპერაციო ბლოკებში სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპერაციის ჩატარებაა შესაძლებელი. კლინიკაში ფუნქციონირებს ლაბორატორიები, ასევე ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ინტენსიური და შოკური თერაპიის ოთახები.

  • მდებარეობა: senaki
  • არქიმედის კლინიკა